დომენის რეგისტრაცია
( + 995 32 ) 2 000 022
GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები

ტერმნითა განმარტება

დომენური სახელი - სახელი, რომელიც ეკუთვნის ერთადერთ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს და ახდენს მის იდენტიფიცირებას და განსხვავებას სხვათაგან;

მოთხოვნა - დომენური სახელის რეგისტრაციისათვის ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე www.registration.ge ელექტრონული განაცხადის გაგზავნა;

ადმინისტრატორი – GE დომენის მენეჯერი/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია გასცეს და უზრუნველყოს GE ზონაში დომენური სახელ(ებ)ის რეგისტრაცია;

რეგისტრანტი – GE ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელის მქონე პირი;

გადაცემა – ადმინისტრატორის მიერ რეგისტრანტის სახელზე დომენური სახელის გამოყენებაზე უფლების გადაცემა;

მეორე დონის დომენური სახელი - .ge დაბოლოების მქონე დომენი - domain.ge

ზოგადი ტიპის დომენური სახელი - .org.ge, .com.ge, .edu.ge, .pvt.ge, .net.ge დაბოლოების მქონე დომენი.

დაუშვებელ პროდუქცია - ელექტორნული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილიმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.

1. დომენური სახელის რეგისტრაციის წესები

1.1. GE-ზონაში რეგისტრაციისათვის გამოყოფილი დომენების პრეფიქსები:

*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის და ფიზიკური პირისთვის;
*.com.ge (generic) - მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
*.org.ge (generic) - მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.net.ge (generic) - მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუკაციების სფეროსთან;
*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის.

1.2. დომენური სახელში გამოსაყენებლად დასაშვები სიმბოლოები:

ა) ლათინური ანბანის ასოები;
ბ) ციფრები;
გ) დეფისი.

1.2.1. დეფისი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დომენური სახელის საწყის ან საბოლოო სიმბოლოდ. დომენური სახელი უნდა შეიცავდეს, ერთ სიმბოლოზე მეტს.

რეგისტრანტი

1.3. რეგისტრანტი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდილი პირი და ფიზიკური პირი, რომელსაც დომენური სახელით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება.

1.3.1. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს აღნიშნული მოქალაქეობრივი სტატუსი ეცვლება ან ჩამოერთმევა დომენური სახელით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე, ვალდებულია რეგისტრატორს შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე, რეგისტრატორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ამ პირს დომენური სახელით ან სახელებით სარგებლობის უფლება.

1.3.2. იმ შემთხვევაში, თუ დომენური სახელით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე მოხდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია, ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ამ პირს დომენური სახელით ან სახელებით სარგებლობის უფლება.

1.4. იურიდიულ პირს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმომადგენლობა, უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით დაარეგისტრიროს დომენური სახელ(ებ)ი.

1.5. დომენური სახელის და მისი ადმინისტრირების უფლება არ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის საგანს. აკრძალულია დომენური სახელის გაჩუქება, გაქირავება და ა.შ.

1.6. მოთხოვნა დომენური სახელის რეგისტრაციაზე არ დაკმაყოფილდება თუ:

ა) იგი შეიცავს უცენზურო ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელ ლექსიკას;
ბ) რეგისტრანტი არ იცავს ამ დოკუმენტით გათვალისიწნებულ წესებსა და პირობებს;

1.7. რეგისტრანტი პასუხისმგებელია მის მიერ ვებ-გვერდზე რეეგისტრაციისას მითითებული საკონტაქტო ინფორმაციისა და რეკვიზიტების სისწორეზე. აღნიშნული ინფორმაციის ცვლილებისას რეგისტრანტი ვალდებულია ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ პროფილში მოახდინოს ინფორმაციის განახლება. რეგისტრატორის საკონტაქტო ინფორმაციისა და რეკვიზიტების უზუსტობის შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს გონივრული ვადით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, შეაჩეროს დომენური სახელით სარგებლობის უფლება ან მიიღოს გადაწყვეტილება დომენური სახელის გაუქმების თაობაზე. ამ შემთხვევაში რეგისტრანტს არ უბრუნდება დომენური სახელის რეგისტრაციის ან დომენური სახელით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების თანხა, ასევე არ შეიცვლება სააღრიცხვო პერიოდის დაწყებ¬ის თარიღი.

1.8. დომენური სახელის სარეგისტრაციო ინფორმაციის დადასტურების საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრატორის მოთხოვნით, რეგისტრანტი ვალდებულია წარადგინოს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტი ადმინისტრატორის მოთხოვნიდან ერთი თვის განმავლობაში.

1.9. ადმინისტრატორის მიერ რეგისტრანტისათვის გასაგზავნი/გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა გაგზავნილი უნდა იქნას რეგისტრანტის მიერ ვებ-გვერდზე საკუთარ პროფილში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე, რომლის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრანს. შეტყობინება ან მოთხოვნა რეგისტრანტისათვის მიწოდებულად ითვლება შეტყობინების ან მოთხოვნის ელ-ფოსტის საშუალებით გაგზავნის დროს.

1.10. წინამდებარე დოკუმენტის 1.5 პუქტით გათვალისწნებული პირობის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეაჩეროს დომენური სახელით სარგებლობის უფლება და გააუქმოს მისი რეგისტრაცია.

1.11. ადმინისტრატორს უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრირებული დომენური სახელი შემდეგ შემთხვევებში:

ა) რეგისტრანტის მიერ დომენის გაუქმების მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) სასამართლოს დადგენილებით;
გ) საერთაშორისო ქსელური კონსორციუმის ICANN/IANA-ს მოთხოვნით;
დ) 1.6, 1.7 და 1.8 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში.

2. დომენური სახელით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების წესი

2.1 ადმინისტრატორის მიერ ფასიანი დომენური სახელით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა რეგისტრანტს ეგზავნება შეტყობინება აღნიშნულის შესახებ და ეცნობება, რომ მოქმედების ვადის ამოწურვამდე მომდევნო სააღრიცხვო პერიოდის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს სარგებლობის უფლება. აღნიშნული პირობა ვრცელდება ყოველ მომდევნო პერიოდზე.

2.2 ადმინისტრატორის მიერ უფასო დომენური სახელით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა რეგისტრანტს ეგზავნება შეტყობინება დომენური სახელით სარგებლობის უფლების ვადის გასვლის შესახებ და იმ შემთხვევაში თუ რეგისტრანტი არ გამოხატავს ნებას დომენური სახელით სარგებლობის უფლების გაგრძელების თაობაზე ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს სარგებლობის უფლება. აღნიშნული პირობა ვრცელდება ყოველ მომდევნო პერიოდზე.

3. დომენური სახელის გადაცემა

3.1. დომენური სახელის გადაცემა დასაშვებია:

ა) რეგისტრანტის კანონიერ მემკვიდრეზე;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით;
გ) საერთაშორისო ქსელური კონსორციუმის, ICANN/IANA-ს მოთხოვნით.

3.2. პუნქტ 3.1-ში ჩამოთვლილ შემთხვევებში დომენური სახელის გადაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა რჩება უცვლელი.

4. განაცხადის დამუშავების წესი

4.1. დომენური სახელის რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-მისამართზე: www.registration.ge რეგისტრანტის მიერ საკუთარი პროფილიდან დომენური სახელის რეგისტრაციის მოთხოვნაზე ელ. განაცხადის შევსების საფუძველზე.

4.2 ადმინისტრატორი დომენური სახელის დადასტურებისა ან მასზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას რეგისტრანტს უგზავნის, დომენური სახელის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. დადასტურების შემთხვევაში დომენი აქტიურდება.

4.3. დომენური სახელის რეგისტრაციაზე ადმინისტრატორის მიერ განაცხადის დადასტურების შემდეგ, რეგისტრანტი ვალდებულია გადაიხადოს დომენური სახელით სარგებლობის საფასური. რეგისტრანტის მიერ 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეაჩეროს რეგისტრაცია, ხოლო 10 კალენდარული დღის შემდეგ გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაციაზე მოთხოვნა, რის შემდეგაც მოთხოვნილი დომენური სახელი თავისუფლდება.

4.4. რეგისტრანტის მიერ დომენური სახელით სარგებლობის საფასურის გადახდის შემდეგ დომენური სახელის რეგისტრაცია ითვლება დასრულებულად.

4.5 რეგისტრანტს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელმოწერილი ხელშეკრულება დომენური სახელით სარგებლობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე რეგისტრანტს ან მისი უფლებამოსილი წარმოამდგენელს შეუძლია მიაკითხოს შპს „კავკასუს ონლაინი“-ს ნებისმიერ სერვის ცენტრს.

5. მომსახურების საფასური და გადახდის წესი

5.1. დომენური სახელის რეგისტრაციისა და მომსახურების ღირებულების გადახდას რეგისტრანტი ახორციელებს წინასწარი გადახდის წესით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. დომენური სახელის რეგისტრაციისა და მომსახურების ღირებულება მოცემულია ქვემოთ მითითებულ ცხრილში

5.1.1. მეორე დონის 3 და მეტი სიმბოლოსგან შემდგარი ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრირებული დომენური სახელით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების ღირებულება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეადგენს – 30 ლარს.

5.1.2. მეორე დონის, 2 სიმბოლოსგან შემდგარი ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრირებული დომენური სახელით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების ღირებულება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეადგენს – 900 ლარს.

5.1.3. ზოგადი ტიპის დომენური სახელების რეგისტრაციის მომსახურებათა ღირებულება:

ერთ რეგისტრანტზე დარეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების ფასი წელიწადში
1 უფასოდ
2 და მეტი 10.00 ლარი

5.1.4. ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს შეცვალოს წინამდებარე ფასები.

5.2. რეგისტრანტის მიერ სარგებლობის უფლების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს შეაჩეროს დომენური სახელის რეგისტრაცია ან სარგებლობის უფლება, ხოლო შეჩერებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ ადმინისტრატორს უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია, რის შემდეგაც რეგისტრირებული დომენური სახელი თავისუფლდება.

6. ადმინისტრატორისა და რეგისტრანტის პასუხისმგებლობა

6.1.ადმინისტრატორი აწარმოებს დომენური სახელების რეგისტრაციას წინამდებარე დოკუმენტის პირობების დაცვით.

6.2. წინამდებარე დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებ-მისამრთზე: http://www.registration.ge დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

6.3. დომენური სახელის რეგისტრირებისას, ადმინისტრატორი პასუხს არ აგებს რეგისტრანტის მიერ საავტორო დასახელების და სხვა უფლებათა შესაძლო დარღვევის გამო.

6.4. ადმინისტრატორი არ აწარმოებს შემოწმებას და პასუხს არ აგებს, რეგისტრანტის მიერ:

 - დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით წარდგენილი;
 - ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე;
 - დომენური სახელის რეგისტრაციით მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანსა და უფლებების დარღვევაზე;
 - დომენური სახელის რეგისტრაციის კანონმდებლობის დარღევით ან არაკანონიერი მიზნით გამოყენებაზე;
 - მესამე პირის მიერ ვებ-გვედრზე (www.registration.ge) რეგისტრაციის დროს რეგისტრანტის მიერ მითითებული სახელისა და პაროლის გამოყენებაზე უნებართვოთ ან მართლსაწინააღმდეგოდ, რის საფუძველზეც პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიადგან რეგისტრანტს ან მის საქმიანობას;

6.5. ადმინისტრატორი არ გამოდის რეგისტრანტებს შორის ან რეგისტრანტსა და მესამე პირს შორის დომენური სახელის რეგისტრაციის ან გამოყენების საკითხებთან დაკავშირებულ დავათა არბიტრის როლში.

6.6. ადმინისტრატორი არ არის პასუხისმგებელი რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის რეგისტრაციისათვის დადგენილი პირობების შესრულებასა თუ შეუსრულებლობაზე, ასევე, რეგისტრანტის დომენური სახელის გამოყენებაზე მესამე პირის მიერ უნებართვოთ ან მართლსაწინააღმდეგოდ რის საფუძველზეც პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიადგეს რეგისტრანტს ან მის საქმიანობას.

6.7. ადმინისტრატორი იხსნის პასუხისმგებლობასა და აფრთხილებს რეგისტრანტს, რომ მისთვის გადაცემული დომენური სახელი, ქვემოთ მითითებულ პირობების არსებობის შემთხვევაში (და არა მარტო), შეიძლება გახდეს დავის საგანი:

ა) დომენური სახელი იდენტურია ან მსგავსია მესამე პირის მიერ დაკავებული იმ სასაქონლო ნიშნისა, რომელზეც გააჩნია კანონიერი უფლება;
ბ) დომენური სახელი გამოიყენება არაკეთილსინდისიერად;
გ) რეგისტრანტს დომენური სახელის ქვეშ განთავსებულ ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული აქვს დაუშვებელი პროდუქცია.

6.8. წინამდებარე მუხლის 6.7 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრატო აფრთხილებს რეგისტრანტს და განუსაზღვრავს დაუშვებელი პროდუქციის ინტერნეტ-გვერდიდან აღების ვადას, ხოლო რეგისტრანტის მხრიდან აღნიშნული გაფრთხილების უგულვებელყოფის შემხვევაში, ადმინისტრატორი უფლებამოსილია მოახდინოს დომენური სახელი გათიშვა.

მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების, Ge დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესებისა და პირობების ელექტრონულ ფორმატში გაცნობისა და დათანხმების დადასტურება უთანაბრდება რეგისტრანტის მიერ ზ/ა დოკუმენტებზე ხელმოწერას და ხელშეკრულება ითვლება გაფორმებულად.